|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბოიკოტს წყვეტს და  საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ღერძი  პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  საკითხზე საგამოძიებო კომისის შექმნა იქნება. 

მისი თქმით, საკითზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა შეძლეს გადაწყვეტილების მიღება. 

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა. შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც", თუმცა პარტია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა