"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ
"ნაციონალური მოძრაობის" პოლოტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში მეორედ დაიბარეს. ოთარ სირაძემ საგამოძიებო ორგანოში დაბარების შესახებ შეტყობინება გუშინ მიიღო.
გამოძახება ოთხ ივლისს მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც სირაძე "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა.
ჩხუბს ონში ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რაც მოგვიანებით ამბროლაურში გაგრძელდა. ინციდენტში ოთარ სირაძის ძმაც მონაწილეობდა. გამოკითხვაზე დღეს დავით სირაძეც არის დაბარებული.
ოთარ სირაძის ინფორმაციით, არ გამორიცხავს რომ დღეს დააკავონ, მისი თქმით, ის პროვოკაციის მსხვერპლია.
მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი