|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაცმოძრაობისა და მისი კლასტერის პროვოკაცია - მამუკა მდინარაძე რუსეთის დროშის დაკიდების ფაქტზე

ქუთაისში მოქალაქის მიერ რუსეთის დროშის დაკიდების ფაქტს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება. 

ის  მომხდარს "ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის" პროვოკაციას უწოდებს, რასაც მისი ტრელევიზიაბი და "ვიღაც სააგენტოები" აპიარებენ. 

"მოდი, ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს - ნაცმოძრაობას და მთლიანად მის კლასტერს და ისინი და მათი ტელევიზიები აგებენ ხოლმე ამაზე შემდეგ პიარს.

გაურკვეველი ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავს ამ რაღაც დროშებს, ხან პარკში შევარდა, იქ გააკრა და მერე ჩამოუხსნეს. მერე 5 წუთი სადღაც დროშა გამოჩნდება, მაინცდამაინც იმ 5 წუთში თქვენი ტელევიზიები და ვიღაც სააგენტოები ჩნდებიან, იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს და შემდეგ ხდება უბედურება. ეს აწყობს მხოლოდ ნაცმოძრაობას. ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემა და ყველას ვაფრთხილებ და ვთხოვ, ასეთ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან. ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარს გამოეხმაურა ქუთაისის მერია. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელმაც ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკშ რუსული დროშა დაკიდა, უკვე იდენტიფიცირებულია და მის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა