|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნამახვანჰესის" კასკადის პროექტს ახალი დირექტორი ყავს

"ნამახვანჰესის" კასკადის პროექტს ახალი დირექტორი ყავს. დღეს დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა, რომელიც აქამდე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა.

პროექტში ქართველი დირექტორი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით დაინიშნა, რადგან 12 მარტს ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია "Enka Renewables"-ს შორის მიღწეული შეთანხმებით პროექტს ქართველი დირექტორი ეყოლებოდა.

მერაბ ლომინაძემ დღეს განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება.

 

"ვიდრე არ იქნება დასტური და ვერიფიკაცია იმ კვლევებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იქამდე არ დაიწყება პროექტის ისეთი ნაწილების მშენებლობა, როგორიც არის კაშხალი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მოკლე ვადაში შევძლებთ ამ კვლევების მომზადებას. ჩემი აზრით, ამას ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება", - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ ლარიანი ფონდი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი