ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები არიან - მეუფე იოანე
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები არიან - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა იოანემ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების შესახებ განაცხადა.
მეუფის თქმით, ეკონომიკის მონისტრი არასწორად მოპიქცა, როდესაც შეხვედრა მიატოვა, თუმცა მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.
"ვარლამმა პეტიცია რომ შეიტანა პარლამენტში, უნდა ყოფილიყო დიალოგი სპეციალისტებთან. მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა და დატოვა, უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს.
შეიძლება, რაღაც მომენტში ააგორონ რაღაცეები, მაგრამ მერე იფუშება.
ისინიც სუბიექტურები არიან. თავიდან კატასტროაზე საუბრობენ და რეალურად საუბარია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა გადაიხედოს, რომ მოიხსნას დაპირისპირების.
პრემიერმა თქვა, რომ მოწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც გადახედავენ ამ ხელშეკრულებას. უნდა დაველოდოთ. სამუშაოები შეჩერებულია, კაშხალი არ შენდება. მოსახლეობას, რაც უფრო ობიექტური ინფორმაცია ექნება, მით უფრო ნაკლები იქნება პრობლემა", -განაცხადა მეუფე იოანემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი სოფელ სორმონთან გაშალეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ისინის კომპანია "ენკას" უფლებას არ მისცემენ, რომ სპეციალური ტექნიკით რიონის ხეობაში იმოძრაონ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი