|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები დღეს მსვლელობას ქუთაისში გამართავენ

რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები დღეს კომპანია "ეკნას" ოფისისკენ მსვლელობას გამართავენ.

მათი თქმით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია და თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მოხდება ოფისს პიკეტირება.

მოგვიანებით რიონის ხეობის მცველები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც დღეს რვა აქტივისტის სასამართლო პროცესი იმართება.

მათი თქმით, აქტივისტები უსამართლოდ იყვნენ დაკავებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი