|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხეობაში შესასვლელ კიდევ ერთ გზას კეტავენ

ხმაური იყო წუხელ რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ჰესის მშენებელი კომპანია სამშენებლო მასალების შეტანას გეგმავდა.

ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანიამ ხეობაში მასალის შესატანად ალტერნატიული გზა აღმოაჩინა სოფელ ქვილიშორის მხრიდან, სადაც მოხდა დაპირისპირება.

ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან. საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღეს გამთენიისას დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომლები გადაადგილდნენ ხეობის მიმართულებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი