"ნამახვანჰესის" მშენებლობის საპროტესტო აქციაზე გუშინ 8 აქტივისტი დააკავეს
გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის საპროტესტო აქციაზე გუშინ 8 აქტივისტი დააკავეს, შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
გუშინ „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დააკავეს აქტივისტები.
ვითარება რიონის ხეობაში კვლავ დაძაბული რჩება. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში აბრახუნებდნენ რკინის კედელზე, რომელიც გუმათჰესთან არის აღმართული და აქციის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანისკენ გზას უკეტავს.
ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის 2 მანქანა.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ დაკავებულებს დღეს არ გაათავისუფლებენ, აქციას ქუთაისში გამართავენ.
ავტორი: ნიუპრესი