ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროპელი მედიატორი ჩაერთვება.
ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.
ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს.
მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შეისწავლოს ყველა დოკუმენტი, კვლევა და პროცედურა (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა) ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იყოს ყველა ლეგიტიმური კითხვა.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.
ავტორი: ნიუპრესი