|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები მსვლელობით თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „მშრალ ხიდამდე” საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზოტრმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მანამდე პარლამენტთან მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან საუბარს გეგმავდნენ,  თუმცა მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად საკუთარ სამოქმედო გეგმას არ გადაუხვევენ.

,,არანაირი კომუნიკაცია მათგან არ არის და არ ვაპირებთ, რომ რევერანსები ვაკეთოთ. გვაქვს ჩვენი მკაფიო მოქმედების გეგმა. დავიწყებთ მსვლელობას მშრალი ხიდის მიმართულებით. გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა. მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით რა არის ამ ქმედებების განმაპირობებელი”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველები თავდაპირველად "იუსტიციის სახლთან" მივიდნენ, სადაც მიწის კანონი გააპროტესტეს, შემდეგ კი. თავისუფლების მოედნისაკენ გამოემართნენ. 

შეგახსენებთ, გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 აპრილს გადაინაცვლეს.

ავტორი: ნიუპრესი