"ნამახვანის" პროექტი აღდგება - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტრო მუშობს, რომ "ნამახვანჰესის" პროექტზე მუშაობა გაგრძელდეს.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. მიმდინარეობს მიწების გადმოცემის საკითხი. არის ინვესტორების დაინტერესება, ასე რომ "ნამახვანის" პროექტიც აღდგება , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, არსებობენ პოტენციური ინვესტორები, რომელთან ერთადაც მოხდება, მათ შორის დიზაინის გადახედვა და დაზუსტება.
შეგახსენებთ, ნამანვანჰესის პროექტზე უარის თქმა ხელისუფლებას მოსახლეობის პროტესტის გამო მოუხდა, რის გამოც ქვეყანამ თურქულ კომპანიას „ენკას“ სოლიდური თანხა უნდა გადაუხადოს.
ავტორი: