ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა გუმათში კომპანია "ენკას" ბაზასთან გზა გადაკეტეს
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა გუმათში კომპანია "ენკას" ბაზასთან გადაინაცვლეს. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოყვა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცვლებს და კომპანიის თანამშრომლებს შეძახილებით ხვდებიან და მათ სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეზღუდვა შეეხება მხოლოდ კომპანიის ტექნიკას, სხვა ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მცირედი ინციდენტი მოხდა აქციის ერთ-ერთ ლიდერს მაკა სულაძესა და გურამ ფალავანდიშვილს შორის. საუბარი თბილისში აქციიდან ლგბტ სიმბოლიკის გამო მოქალაქეების გაძევებას შეეხებოდა. მაკა სულაძის თქმით, ისინი თავად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და თუ ვინმე სიმბოლიკით მივა, მათ შეახსენებენ, რომ სიმბოლიკა და პარტიული დროშა მათ აქციაზე აკრძალულია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი