ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები კიდევ ერთ კარავს სორმონში შლიან.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მორიგ კარავს შლიან. ამჯერად, მოროგ ლოკაციად სოფელი სორმონი შეირჩა.
ჰესის მოწონააღმდეგების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა მწვანეყვავილას დასახლებას უერთდება, საიდანაც შედიოდნენ კომოანიის თანამშრომლები. ამიტომ ხდება გზის ამ მონაკვეთის გაკონტროლება.
"კომპანიამ ალტერნატიული გზა გამოძებნა, ამიტომ გადავკეტეთ აქაც. მნიშვნელოვანია, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, თავად მიიღებდნენ მონაწილეობას პიკეტირებაში. ყველა გზა გადაკეტილია, ამიტომ ხეობაში ვერ შევლენ"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეებს კარავი უკვე ოთხ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ისინი კომპანია "ენკას" ტექნიკას ხეობაში არ ატარებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი