ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა საყვირებით სასამართლოსთან გადაინაცვლეს
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ენკას ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს. ისინი პროტესტს ამჯერადაც საყვირებით გამოხატავენ.
აქციის მონაწილეები ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ აქტივისტებს, რომელთა საქმეზეც განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს.
რიონის ხეობის მცველების თქმით, აქტივისტები უკანონოდ იყვნენ დაკავებული, რის გამოც მათ რაიმე სახის ჯარიმა არ უნდა დაეკოსროთ.
შეგახსენებთ, 8 აქტივისტი 27 მაისს ადმინისტრაციული წესით ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა