|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს ისევ ეძებენ

მამაკაცს, რომელიც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის დროს მდინარე რიონში გადახტა და გაუჩინარდა ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ნიკა ანთიძის მოსაძებნად მდინარე რიონში ჰესების სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან.

"ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები", — ნათქვამია ოფიციალიურ განცხადებაში.

 მდინარე რიონში 30-წლამდე მამაკაცი 10 აპრილს გადახტა და გაუჩინარდა. 

ავტორი: ნიუპრესი