|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ჯარიმებს აპროტესტებენ

საპატრულო პოლიციაში დღეს იურისტთა ასოციაციის ადვიკატმა ლევან ჭელიძემ 50-მდე საჩივარი დაარეგისტრირა.

საჩივრები 14 აპრილს ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეეების 200 ლარით დაჯარიმებას ეხება.

აქციის მონაწილეები ადმაინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდნენ, რაც ავტომობილების ისეთ ადგილას შეჩერებას გულისხმობს, რომელსაც საცობის შექმნა მოყვა.

ადვოკატის განცხადებით, ჯარიმები უსაფუძვლოა და აქედან გამომდინარე, მათ გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ,  14 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისი ცენტრალური მოედანი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის შენებლობას აპროტესტებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი