ნანა კოსტავა გენდერული თანასწორობის საბჭოდან გარიცხეს
გენდერული თანასწორობის საბჭომ რიგგარეშე საგანგებო სხდომა გამართა. სხდომაზე ნანა კოსტავას საბჭოდან დათხოვის შესახებ იმსჯელეს. ნანა კოსტავას ხმათა უმრავლესობით დაატოვებინეს საბჭო.
"ნანა კოსტავა გარიცხულია გენდერული თანასწორობის საბჭოდან. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც სახოგადოება ჩვენგან ელოდება გადაწყვეტილებებს და ქმედებას. ამ დიდი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია, ბენეფიტების "დაწერა" მიმაჩნია პოლიტიკურად ამორალურად" - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
ასევე დღესვე ხმათა უმრავლესობით საბჭოს მდივნად ანა შალიკიანი აირჩიეს.
შეგახსენებთ, ქუთაისის მუნიციპალიტეტში საბჭო 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, იგი 20 წევრით იყო დაკომპლექტებული და მასში საკრებულოს ოთხივე ქალი დეპუტატი იყო გაწევრებული. საბჭოს დებულებაში, გასული წლის ოქტომბერში შეტანილი ცვლილებით წევრთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. მიმდინარე მონაცემებით, საბჭო უკვე 19 ადამიანისგან შედგება და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ღია კონკურსი ვაკანტური 2 წევრის პოზიციაზე.
ავტორი: ნიუპრესი