|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო-ს რეზოლუციებში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩაიწერა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია დასრულებულია.  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში პირველად დაფიქსირდა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა.

ასამბლეის  მიერ მიღებულ დოკუმენტებში საქართველოს შესახებაც არის საუბარი. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პაკეტის იმპლემენტაცია. 

ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ყველაზე მეტად დაზარალდნენ. 

"ჩვენ გამუდმებით ვხედავთ უკრაინაში სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი ვადით გავუწიოთ. ასევე, უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

ამ ომს მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩრდილოეთ აფრიკიდან - ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე - ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომლებსაც სიკეთე მოაქვთ თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ავტორი: ნიუპრესი