|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატოს დღეების ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა, საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოში. ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

შეხვედრები საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეების ფარგლებში იმართება. ნატოს დღეები  ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.

წელს, ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.

ავტორი: ნიუპრესი