ნაწილობრივ მოგვარებული გარევაჭრობის პრობლემა ქუთაისში [PHOTO]
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკაძალა, თუმცა, რეალურად შეზღუდვა, მხოლოდ ქალაქის ცენრალურ ნაწილზე დაწესდა.
ამ დროისთის გარევაჭრობა აკრძალულია ფალიაშვილის, ლერმონტოვის, რუსთაველის და წმინდა ნინოს ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩები ე.წ. მწავე ბაზარს ესაზღვრება.
მერიის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გავრცელებულა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მოვაჭრეები ქუჩაში რჩებიან, ასევე გარევაჭრობაა ავტოქარხანასა და ბუხაიძეზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ გარევაჭრობასთან ბრძოლის მეორე ტალღა ამ კვირაში დაიწყება, რის შედეგადაც ეტაპობრივად მოხდება გარევაჭრობის შეზღუდვა დარჩენილ ქუჩებზე.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბაზრობის წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს ადგილების გამოყოფა.
"გარემოვაჭრეებს უკვე მიეცათ გაფრთხილება, ჩვენი თანამშრომელბი ახლაც ადგილზე არიან აცნობენ მათ, რომ გარევაჭრობას ვეღარ გააგრძელებენ, კარგი იქნება თქვენი მეშვეობითაც თუ მოხდება ინფორმირებულობა. რაც შეეხება პრობლემას, მის გადასაჭრელად მიმდანარეობს მოლაპარაკებები ბაზრობებთან, რომ მოხდეს ალტერნატიული ფართების გამოძებნა შეღავათიან პირობებში. ჩვენი სურვილია, გარევაჭრობა სრულად აიკრძალოს, რაც შეეხება სხვა ქუჩებს, ეტაპობროივად, ყველგან მოხდება არარეგულირებადი ვაჭრობის პრობლემის მოგვარება", -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ფოტოებზე: გარევაჭრობა ჭავჭავაძის ქუჩაზე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი