|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ყველა დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ სააკაშვილი - კობახიძე

ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაა.

მან მესამე პრეზიდენტს "კლოუნი" უწოდა და თქვა, რომ მისი ვიდეო არც ბათუმში და არც საქართველოში არაა ჩაწერილი.

„რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა „დიფ ფეიკის“ ტექნოლოგია, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია. მარტივად არის გადაღებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გეტყვიან პასუხს. ძალიან მარტივი „ფეიკია“.

რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა