სტუდენტების სწავლის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების
სტუდენტების სწავლის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს.
პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი
შევიდა, რომელიც
აღნიშნულს ითვალისწინებს.
როგორც პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის
დეპუტატებმა განაცხადეს, სტუდენტებმა სასწავლებლებისაგან გაფრთხილება მიიღეს, რომ სწავლის
საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში წლის ბოლოს სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.
ამიტომ, კანონპროექტს დეპუტატები დაჩქარებული
წესით განიხილავენ.
პარლამენტის განათლების კომიტეტში ამ დროისათვის არ
აქვთ ინფრომაცია კანონპროექტი რამდენ სტუდენტს შეხება და რა რაოდენობის თანხას გაიღებს
სახელმწიფო დაზარალებული სტუდენტებისათვის.
„დეტალური ინფორმაცია პროექტის საკომიტეტო მოსმენებისა
და განხილვის შემდეგ გვეცოდინება. ასეთი ცვლილების მიღება უაღრესად საჭიროა. მთავარია
რომ კარგი საქმეა გასაკეთებელი,“ -
ამბობს კომიტეტის ხელმძღვანელი ივანე კიღურაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე