|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნორვეგიაში იმიტომ მივემგზავრები, არ თქვან, თამთას პატრონი არ ჰყოლიაო"

ხვალ, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე, ბრეივიკის ქართველი მსხვერპლის, თამთა ლიპარტელიანის მამა გაემგზავრება. ავთანდილ ლიპარტელიანთან ერთად, სასამართლო პროცესს თამთას ნათლიაც დაესწრება.

„ნორვეგიაში იმიტომ მივემგზავრები, რომ არ თქვან, თამთას პატრონი არ ჰყოლიაო. ჩვენი მოთხოვნა ბრეივიკისათვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებაა,“ - ამბობს თამთა ლიპარტელიანის მამა ავთანდილ ლიპარტელიანი.

თამთა ლიპარტელიანის მამისა და ნათლიის მგზავრობის ხარჯებს ქართული მხარე დაფარავს. ავთანდილ ლიპარტელიანის თქმით, ბილეთებისა და ვიზის საკითხი უკვე მოგვარებულია.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამთა ლიპარტელიანი გასული  წლის ივლისში, კუნძულ უტოიაზე მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა. როდესაც კუნძულზე შეკრებილ სხვასდასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს ანდრეს ბრეივიკმა ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა