|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტმა ცემის ფაქტზე პროკურატურას მიმართა

იმერეთის რეგიონალური გაზეთის "P.S"-ის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ დღეს, ქუთაისის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ვაჩიბერაძე საგამომძიებლო ორგანოს დანაშაულის შესახებ ატყობინებს და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს.

„ჩემს განცხადებაში დეტალურად აღვწერე მიმდინარე წლის 2 და 3 მაისს ჩემს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. მე ვინმეს არ ვადანაშაულებ, მოვითხოვ, პროკურატურა დაინტერესდეს ფაქტით, გამოიძიოს და დაისაჯონ დამნაშავე პირები,“ -ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

P.S-ის ჟურნალისტი 2 მაისს,  ლადო მესხიშვილის თეატრში სცემეს, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა. ხოლო ანალოგიური ფაქტი მომდევნო დღეს, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში დაფიქსირდა, სადაც ჟურნალისტი „ნაცმოძრაობის“ დახურულ შეხვედრაზე აღმოჩნდა. აღნიშნულ შეხვედრას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უძღვებოდნენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა