|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეწყერის გამო სოფელი შროშა გარესამყაროს მოწყდა

სამდღიანი წვიმის შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მთის ფერდობი ჩამოიშალა. სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, რის გამოც 70-მდე ოჯახი იზოლაციაში მოექცა.

შროშაში მცხოვრებლები დახმარებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სთხოვენ.

შროშის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მირიან ღაბაშიძის თქმით, ფერდობიდან ქვა-ღორღის ჩამოშლის შესახებ მათ შესაბამის სამსახურებს დილიდან მიმართეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. სოფლის რწმუნებული იმედოვნებს, რომ  მთის ჩამოშლილი ნაწილის აღება ხვალ მაინც მოხდება და შროშაში მაცხოვრებლებს ზესტაფონთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა აღუდგებათ.

სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა საქართველოში 19 მარტამდე გაგრძელდება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა