|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად წავიდა ქუთაისის მერი?

დღეიდან ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე–მერი, ამირან ძოწენიძე შეასრულებს. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მოქმედი მერი ბესიკ ბრეგაძე მივლინებაში იმყოფება, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.


სად და რატომ გაემგზავრა ქუთაისის მერი, აღნიშნულთან დაკავშირებით newpress.ge ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

ბრეგაძე ქუთაისის მერად 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ხმაურისა და დაპირსიპირების ფონზე დაინიშნა. მოგვიანებით, საკრებულოს ბრძანება ბრეგაძის მერად დანიშვნის თაობაზე საქალაქო სასამართლომ არალეგიტიმურად სცნო, პარტია "თავისუფალი საქართველოს" სარჩელის საფუძველზე. თავის მხრივ, ქუთაისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ქალაქის მერი პროკურატურაშიც დაიბარეს. გამოძიებას ბრეგაძესთან კითხვები მის ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდა. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა