|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულის მაღაროში შემთხვევის შედეგად მთავარი ინჟინერი დაშავდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში საწარმოს მთავარმა ინჟინერმა გელა გაბედაშვილმა სხეულის დამწვრობა მიიღო.

გაბედაშვილის დაწვის მიზეზი საწარმოდან გამოტყორცნილი ორთქლი გახდა.

შემთხვევა  გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აღნიშნულ ფაქტს „საქნახშირ ჯი აი ჯის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ვალერი კუხალაშვილი ადასტურებს.

შემთხვევის შემდეგ შახტის მთავარი ინჟინერი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა