|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი მივლინებით სამშენებლო მასალების გამოფენაზე გაემგზავრა

ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე ორი კვირით შვეიცარიასა და უკრაინაში მივლინებით გამეგზავრა. ოთხაციან დელეგაციასთან ერთად, ქალაქის მერის მივლინება, ადგილობრივ ბიუჯეტს 12 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.

დელეგაციაში მერთან ერთად, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ლევან ჭანჭალეიშვილი და ამავე სამსახურის ორი სპეციალისტი იმყოფება. დელეგაციაში ასევე არის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი, დავით მეგრელიშვილი.

მივლინების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტად მყოფი დელეგატები 19-22 მარტს მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო მასალების გამოფენაზე, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ბერნსაში და უკრაინის ქალაქ კიევში გაიმართება.

22-31 მარტს, ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, უკრაინის ქალაქ კიევში სხვადასხვა სიმპოზიუმების და სემინარების გამართვა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგაძე მერის ამპლუაში მივლინებაში უკვე მეორედ წავიდა. პირველად ის მიმდინარე წლის იანვარში ავსტრიაში იმყოფებოდა


ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა