აპრილიდან პენსია 25 ლარით გაიზრდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება და 150 ლარი გახდება, მანამდე კი ის, აპრილიდან, 25 ლარით გაიზრდება.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოცლიალური უზრუნველყოფის კომიტეტთან
შეხვედრისას ისაუბრა.
მინისტრი
დაზღვევის სფეროსაც შეეხო. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან ქვეყანაში დაზღვევის მინიმალური პაკეტი ამოქმედდა, რის შედეგადაც ამდროისათვის 2 მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა დაზღვევა მიიღო.
პაკეტი სასწრაფო და გადაუდებ სამედიცინო დახმარებასა და ქირურგიულ ჩარევას ითვალისწინებს.
ავტორი: სოფო ბობოხიძე