|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში უმცირესობას ხვდება?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  ქუთაისში იმყოფება, სადაც უმცირესობის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვდება.  

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქუთაისშია და ის უმცირესობის წევრებზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  ზეწოლას ახდენს,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.  

newpress.ge აღნიშნული  ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში არ იმყოფებიან, სატელეფონო საუბრისას კი აცხადებენ, რომ შეხვედრაზე იმყოფებიან და არ სცალიათ. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე გააქვთ. საკითხის მისაღებად უმრავლესობას უმცირესობის ხმები სჭირდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა