ამ წუთებში სააკაშვილი უმცირესობასთან დახურულ შეხვედრას სათაფლიაზე მართავს
newpress.ge–ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფება. ის საპარლამენტო უმცირესობასთან დახურულ შეხვედრას სათაფლიაზე მართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვდება.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქუთაისშია და ის უმცირესობის წევრებზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ზეწოლას ახდენს,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა