|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ჰპირდება შრომის კოდექსის ახალი ვარიანტი დასაქმებულებს?

პარლამენტში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი შევიდა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულის ინტერესების გაზრდის მიზნით გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს აწესებს.

„თუმცა მეორე მხრივ, იგი გაუმართლებლად  არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსა და  ინტერესებს. შესაბამისად, ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს დასაქმებულის უფლებების გაზრდის ფონზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებაში და მათი დაბალანსების შედეგად  შესაბამისი შრომითი პირობების შექმნაში, რაც საბოლოოდ ორივე მხარის საერთო მიზანს წარმოადგენს,“ - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განმარტებით  ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედი კოდექსი, რომელიც 2006 წელს არის მიღებული, ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულის სათანადო სამართლებრივ დაცვას და როგორც საქართველოს  მოქალაქეთა, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან დასაბუთებული კრიტიკის საფუძველი ხდება.

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორს  საქართველოს მთავრობა წარმოადგენს.  

 შეგახსენებთ, რომ მოქმედი შრომის კოდექსით როგორც დასაქმებულები, ისე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვდნენ. არგუმენტად კი სამსახურიდან გათავისულებულ იმ ადამიანთა სტატისტიკა მოჰყავდათ, რომლებმაც სამუშაო ადგილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შრომითი კანონმდებლობის გათვალისწინებით დატოვეს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა