"ნაციონალები" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით,
„ნაციონალები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ გაბაშვილმა წყალტუბოში, სასტუმრო "პრომეთეში", უმცირესობისა და პრეზიდენტის დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გაბაშვილის თქმით, ახლა ხელების გადაგრეხვის დრო არ
არის და კენჭისყრაზე უმრავლესობა იმდენ ხმას მიიღებს, რამდენიც საჭიროა საკითხის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს მიმდინარე
კვირაში, ხუთშაბათს უყრიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა