|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობა "ნაციონალების" შეთავაზებას მორიგ ბლეფად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ნაციონალების" იმ გადაწყვეტილებას აფასებენ,  რომლის მიხედვით,  უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მხარდასაჭერად მზად არის. 

უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის თქმით,  უმცირესობის ეს გადაწყვეტიელბა  გუნდის ერთიანობის ჩვენების მცდელობაა.

„ეს არის მცდელობა აჩვენონ,  არის ერთიანი გუნდი, რომელსაც შიგნით არანაირი პრობლემები არ აქვს, რომელთაც აქვთ ერთი და იგივე პოზიცია და  არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის. ყველაფერი გამოჩნდება კენჭისყრაზე. მე ვფიქრობ და ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს  შორის არიან ისეთები,  რომლებიც გრძნონენ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე  და რომელთაც არ სურთ  ქვეყანა აღმოჩნდეს კრიზისის  მდგომარეობაში. მათ სურთ აჩვენონ, რომ ყველა ერთ პოზიციაზე დგას და იწყებენ თამაშს. ვინ ბლეფობს, ეს საზოგადოებამ განსაზღვროს,“ - ამბობს ხმალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინე იმერლიშვილი კი „ნაციონალების“ შეთავაზებას მხარს არ უჭერს.

მისი თქმით, ამა თუ იმ საკითხის  სარეიტინგო კენჭისყრაზე დაყენება პარლამენტის თავმჯდომარის უფლება და არა ვლადებულებაა.  

„მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ. „ნაციონალებს“  4 თვე ჰქონდათ  საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ გუნდს მართვს ერთი ადამიანი, რომელიც  ერთპიროვნულად  იღებს გადაწყვეტილებებს.  ჩამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი და  მისი ნების შესაბამისად გამოჩნდა უმცირესობის პოზიცია,“ - ამბობს იმერლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალებმა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის გადაწყვეტილება გუშინ, წყალტუბოში, პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

„ნაციონალები“ უმრავლესობას სთავაზობენ ცვლილებების უშუალო კენჭისყრამდე სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდეს, რომელიც უმრავლესობის ხმების რეალურ რაოდენობას გამოავლენს. ხოლო თუ უმრავლესობას ხმები დააკლდება, უმცირესობა მზად არის, იმდენი ხმამ ისცეს, რადმენიც საჭირო იქნება.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა