პარლამენტის თავმჯდომარემ "ნაციონალების" შეთავაზებას უარით უპასუხა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან
დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე
უარს ეუბნება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, თუ უმცირესობას აქვს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებისა და რამე საკითხის გარკვევის სურვილი აქვს, შეუძლია ის საკუთარ რიგებში ჩაატაროს და გაარკვიოს.
"მე იმედი მაქვს, ხვალ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“
- ამბობს უსუფაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა