თინათინ ბოკუჩავა: ქუთაისში და ტყაჩირში ადამიანები გააუთოვეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის,
თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ ქუთაისში,
ნიკეას ქუჩაზე და ტყაჩირში ადამიანების გაუთოვების
ფაქტი დაფიქსირდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
„ეს ხდებოდა ადრე. ეს დრო მგონი
დაბრუნდა. როდესაც შსს მინისტრი, ირაკლი
ღარიბაშვილი იმყოფებოდა ჩვენთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ დანაშაულის
ფაქტებმა იკლო და ეს ორი დანაშაული მან დამალა,“ – ეს განცხადება თინათინ ბოკუჩავამ
ქუთაისში, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით, დანაშაულის ფაქტებს
სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა, მათ ქუთაისში ყოფნის გამო, ხშირი კონტაქტი აქვთ
მოსახლეობასთან და მომხდარის თაობაზე
სწორედ მათგან შეიტყვეს.
ავტორი: სოფო ბობოხიძე