|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს ქუთაისსა და ტყიბულში ადამიანების დაუთოების ფაქტს არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ბოკუჩავას განცხადებით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩასა და ტყაჩირში ადამიანების დაუთოვების ფაქტები დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტებს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს.

ძალოვანი უწყების პრესსამსახურში ბოკუჩავას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა