|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში პატიმრები ფართო მოთხოვნებით შიმშილობენ

ქუთაისის #2 ციხეში  მეოთხე დღეა  პატიმრები  შიმშილობენ.

მოშიმშილე პატიმრები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს.

როგორც newpress.ge-ს სახალხო დამცველის პრესსამსახურში განუცხადეს, მსჯავრდებულები თანამდებობიდან პატიმრების წამებაში მონაწილე  ციხის  ძველი თანამშრომლების გათავისუფლებასა და დაწესებულების დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.  

აღნიშნული მოთხოვნის გარდა, პატიმრები ამანათით დაშვებული ნივთების ჩამონათვალის ზრდას  (სიგარეტის, ხილისა და ბოსტნეულის, ოჯახის თაფლის, მინერალური წყლების, ჰიგიენური საშუალებების, სარჩულიანი ტანსაცმლის, ფერადი თეთრეულისა და პირსახოცების, რადიო  მიმღებისა და DVD პლეიერის ციხეში დაშვებას) ითხოვენ. ასევე – დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მოწესრიგება-განახლებას,  ექიმების მხრიდან პატიმრების მიმართ  მეტი ყურადღების გამოჩენასა და საკვების  გაუმჯობესებას.

„პატიმრები ასევე ითხოვენ დაიწიოს ფასებმა დაწესებულების მაღაზიაში, სატელეფონო ზარები განხორციელდეს კვირაში ერთხელ, დაუშვან გრძელვადიანი პაემნები (დახურული ტიპის დაწესებულებისთვის), იმ ტერიტორიაზე სადაც ტარდება გასეირნება დაიდგას სკამები და ნაგვის ურნები, კარცერში დაუშვან სიგარეტი და ჩაი, ასევე დაუშვან ვიდეო პაემნები. მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ 16 მარტს მათ შეხვდათ დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელიც დაემუქრა, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, ძველ დროში დააბრუნებდა,“ - აცხადებენ ომბუდსმენის პრესსამსახურში.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულების მიერ შედგენილ ოქმებს ხელს 14 მსჯავრდებული აწერს.  

პატიმრების მიერ დასმული საკითხები უნდა გადაწყვიტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და სასჯელაღსრულებისპრობაციისა და იურიდიული დახმარების საკიხთა სამინისტრომ სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის უწყებებს პატიმართა მოთხოვნის თაობაზე და განახორციელებს მონიტორინგსრათა მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ „პატიმართა კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა უფლებითასევესახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სასჯელაღსრულებისპრობაციისა და იურიდიული დახმარების საკიხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასრათა შესწავლილ იქნას ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარას დაწესებულების დირექტორის მოადგილის მხრიდან,“ - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა