|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში ანგარიშით მივიდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უწყების მიერ  ამ დრომდე გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც პარლამენტში მისულმა ალასანიამ განაცხადა,  ის კომიტეტს იმ რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც  ბოლო 4 თვის განმავლობაში სამინსიტრომ დაიწყო. ასევე, საუბარი შეეხება გამოკვეთილ პრობლემებსაც.

„ვილაპარაკებთ  უკვე მიღწეულ წარმატებებზე. ჩვენს სამომავლო გეგმებსა და  იმ სტრატეგიულ ხედვაზე, რომელიც გვაქვს შეიარაღებული ძალების განვითარების კუთხით საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობაზე. დარწმუნებული ვარ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება,“ - ამბობს ალასანია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა