|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია: "ჯარისკაცებს უხარისხო ჯავშან-ჟილეტებს აცმევდნენ"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში სამხედრო სფეროში ელიტური კორუფცია იყო, ხოლო შეიაღარებულ ძალებს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტში,თავდაცვის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეიარაღებული ძალების პოლიტიკური მიზნებისათის გამოყენების მაგალითს გასულ წელს, ლილოს ბაზრობიდან სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ სატელიტური ანტენების ამოღების ფაქტი ადასტურებს.

ალასანიას თქმით,  მიმდინაროებს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ დამნაშავეები დაისჯებიან.

მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ წინა ხელისუფლების დროს მილიონ 650 000 დოლარის ღირებულების უხარისხო ჯავშან-ჟილეტი შეიძინა. როგორც ალასანია ამბობს, წინასწარ არსებობდა დასკვნა, რომ ჯავშან-ჟილეტები უხარისხო იყო, თუმცა სამინისტრომ ის მაინც შეიძინა.  

„ეს არის მკვლელობის ტოლფასი, როდესაც ამ ჯავშან-ჟილეტებით შენს ჯარს აიარაღებ და ავღანეთში უშვებ. გარდა ამისა,  გასულ წელს არჩევნებამდე თავდაცვის სამინისტრომ 25 000 ცალი ტელეფონის სიმბარათი შეიძინა. 40 კაციანი ჯგუფი იყო შეკრებილი, რათა facebook-ზე მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის დალაიქება მოეხდინათ. ასეთი რაღაცები ხდებოდა და ამ უხერხულობას ვერ გაექცევი წინა ხელისუფლება. რაც იყო იყო, ახლა წინ გავიხედოთ,“ - ამბობს მინისტრი.  

კომიტეტში გამოსვლისას მინისტრი სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული კუთხით არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ  მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მინისტრის თქმით,  ჯარისკაცებში ჩატარდა გამოკითხვა მათთვის პრობლემურ საკითხებზე და გერმანულ მხარესთან ერთად მიმდინარეობს  განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

ალასანიას თქმით, ქვეყნის პრემიერთან  და ფინანსთა მინისტრთან მას უვკე ჰქონდა შეხვედრა სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დკავშირები ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის თაობაზე.

როგორც ირაკლი ალასანია ამბობს, ისინი თავდაცვის უწყებას მხარდაჭერას უცხადებენ.

თავდაცვის მინისტრმა  აღნიშნულ  საკითხში მხარდაჭერისაკენ დეპუტატებსაც მოუწოდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა