წიკალური: „სად გაქრა ის მითიური 140 დეპუტატი"
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრის წინ უმრავლესობა-უმცირესობა პოზიციებს არ თმობენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით,
იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა საკონსტიტუციო
ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრას არ ჩაატარებს, ცვლილებების პროექტი
ჩავარდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო
ცვლილებებს და მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა აპირებს ამ ბერკეტების გამოყენებას მთავრობის
ან პარლამენტის დათხოვნის კუთხით. მხარდაჭერა მოხდება სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების
შემდეგ,“ - ამბობს წიკლაური.
დეპუტატის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი კრიტიკულად
არის განწყობილი იმ კამპანიის მიმართ, რომელსაც
„ქართული ოცნება“ აწარმოებდა და პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მათ
ხმების საჭირო რაოდენობა "ნაციონალების" მხარდაჭერის გარშც აქვთ.
„სად გაქრა ის მითიური 140 დეპუტატი. სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე რა თქმა უნდა, ჩავარდება ეს ცვლილებები.
მაშინ გამოჩნდება, რომ მთელი სამთვიანი ლაპარაკი
იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში დიქტატურის
დამყარების საფრთხე არსებობს და შესაძლოა,
კატასტროფა მოხდეს, იყო ბლეფი. რადგან თუ მართლა არსებობს დიქტატურის საფრთხე, რა უდგას წინ კენჭისყრის ჩატარებას,“ -
ამბობს წიკალური.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ უმრავლესობას უმცირესობის მიერ შეთავაზებული სარეიტინგო კენჭისყრა არ სჭირდება.
როგორც სესიაშვილი ამბობს, უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში 53 კაცით არის წარმოდგენილი,
ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების
პროექტს მხარს დაუჭერენ, 94 დეპუტატს შეადგენს.
როგორც სესიაშვილი ამბობს, 53 დეპუტატის ხმა არა უმრავლესობას
არამედ ქვეყანას სჭირდება. დეპუტატი უმცირესობის
არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ „ნაციონალების“ მხარდაჭერის გარეშე ცვლილებები ჩავარდება.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პროექტს დეპუტატები კენჭს დღევანდელ სესიაზე, 15:00 საათზე უყრიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე