|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები: "პრეზიდენტის გამო მაღაზიებს მაინც არ დავკეტავთ"

გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისში, პრეზიდენტის ვიზიტის გამო მაღაზიების მეპატრონეეს ობიექტების დაკეტვა მოსთხოვეს, newpress.ge-სთან საუბარში არცერთი მათგანი არ ადასტურებს.


თუმცა, მსგავსი ინფორმაცია ქუთაისის ისტორიულ უბანში, თეთრ ხიდთან არსებული მაღაზიების მეპატრონეებმა ადგილზე მყოფ მოქალაქებს მიაწოდეს. სწორედ მოქალაქეებმა შეატყობინეს newpress-ს პრეზიდენტის ქუთაისში შესაძლო ვიზიტის თაობაზე.

"პრეზიდენტის ვიზიტის გამო, მაღაზიებს მაინც არ დავკეტავთ," – აცხადებენ ქუთაისში, თეთრ ხიდთან არსებული მაღაზიების წარმომადგენლები.
ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისთან ელოდებიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატროლო პოლიციის წარმომადგენლები. თუმცა, პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.


პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, შესაძლოა პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაემგზავროს. თუმცა, არ არის გამორიცხული ქუთაისშიც გაჩერდეს. სწორედ ამიტომ, მოხდა პოლიციის მობილიზაცია ქალაქის ისტორიულ უბანში.


  




ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა