უსუფაშვილი უმცირესობას: "ვიცი რასაც მოილაპარაკებთ"
საპარლამენტო უმცირესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ამ წუთებში კონსულტაციებს მართავენ.
„ნაციონალები“ სხდომათა დარბაზიდან იმ დროს გავიდნენ,
როდესაც სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოდიოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა,
რომ კარგი იქნებოდა უმცირესობას უმრავლესობის ლიდერისათვის მოესმინა, თუმცა იქვე დაამატა,
რომ „იმედია, ეს არ არის პროტესტის ნიშნად წასვლა. კონსულტაციებისათვის გადიხართ. თუმცა
ვიცი რასაც მოილაპარაკებთ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღევანდელ სესიაზე საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტს განიხილავს. უმცირესობა ცვლილებებს სარეიტინგო კენჭისყრის შემთხვევაში
უცხადებს მხარდაჭერას, აღნიშნულზე კი უმრავლესობა უარს აცხადებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე