გუბაზ სანიკიძე "ნაციონალებს": "დროზე ქენით, რაღაცას მოაბით თავი"
ქუთაისის მაჟორიტარის გუბაზ სანიკიძის განცხადებით,
საპარლამენტო უმცირესობას ვერ გაუგია რამდენი არიან. სანიკიძის თქმით, უმცირესობას საკონსტიუტციო ცვლილებებთან
დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრა სწორედ ამისათვის სჭირდება. აღნიშნულის შესახებ სანიკიძემ პარლამენტში საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას
განაცხადა.
სანიკიძის თქმით, პირადი საუბრებისას ცვლილებებთან დაკავშირებით
„ნაციონალებს“ სხვა პოზიცია აქვთ.
„ვერ გაგირკვევიათ შიგნით რა ვითარება გაქვთ. არ იცით
რამდენი ხართ და არც ჩენ ვიცით, იმიტომ, რომ არ გვიძებნია. ცალ-ცაკლე რომ ვსაუბრობთ,
სხვა პოზიციებით საუბრობთ. არ დაგასახელებთ
ვისთანაც გვაქვს ასეთი საუბარი - „დროზე ქენით, რაღაცას მოაბით თავი,“- ამბობს სანიკიძე.
უმრავლესობის დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას
ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ არ თვლის და უმცირესობას მათი განცხადების საპასუხოდ, რომ „ნაციონალებზე“ ზეწოლები ხდება, მსგავსი ფაქტების
ხმამაღლა გაჟღერებისაკენ მოუწოდებს.
„სულ ზეწოლაზე წუწუნი შეიძლება? საიდან გაქვთ ასეთი
ინფორმაცია, რომ გადაბირება ხდება. გამოვიდეს რომელიმე თქვენგანი და თქვას, რომელი ციხე-სიმაგრე ხართ რომ ვერ ავიღეთ. ამ ქვეყანას გაცილებით უარესისათვის
გაუძლია. ბოლოს და ბოლოს თემურ ლენგისათვის გაუძლია, ამასაც გაუძლებს,“ - ამბობს სანიკიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე