|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი ბობოხიძემ პოლიტიკური პარტიები თხებს შეადარა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დილემის წინაშე დგას. როგორც ბობოხიძე ამბობს, მისი პოლიტიკური გუნდის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა გავიდეს, მეორე ნაწილს კი ხელისუფლების რიტორიკა აფერხებს, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ პრობლემას ქმნის.

აღნიშნული შესახებ ბობოხიძემ დღეს, პარლამენტის სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა მრავალჯერ დააყენეს ქვეყანა ხიდზე და მათ ხიდიდან გადაცვენას ბევრჯერ ქვეყანაც გადაყვა.

„საქართველომ დღემდე ვერ ისწავლა მეორე კლასში ნასწავლი იგავ-არაკისაგან, როდესაც ხიდზე ორი თხა ხვდება ერთმენთს და ორივე ხიდზე გადავარდება. არასდროს დასმულა შეკითხვა, რომელი თხა იყო  მართალი, მარჯვენა თუ მარცხენა. ორივე თხა იყო  და იმიტომ გადაცვივდნენ წყალში,“ - ამბობს ბობოხიძე.

უმცირესობის დეპუტატი კოლეგებს მოუწოდებს პრინციპულობაზე შეჯიბრს ნუ დაიწყებენ და ქართველი ხალხისათვის ცხოვრების კომფორტულად მოწყობაზე იფიქრონ.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა