|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანანა კობახიძე: "დათმობაზე არ წავსულვართ"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისათვის მთავარი იყო შედეგი დამდგარიყო და სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმებით უმრავლესობას  პოზიციები არ დაუთმია.

 „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადგა, როდესაც პრეზიდენტს შევუზღუდეთ პარლამენტის დაუკითხავად მთავრობის დათხოვნის  უფლება. პარლამენტისათვის ფუნქციის დაბრუნება და საზოგადოებაში მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის  ახირება, რასაც  სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნა ერქვა,“ - ამბობს კობახიძე.

როგორც კობახიძე განმარტავს, ისინი ამბობდნენ, რომ  უმრავლესობაში გაწევრიანებული დეპუტატები არ არიან 100 და ეს უცხო  არ იყო უმცირესობისათვის.

„თუ  მათ კიდევ ერთხელ სურდათ ამ ყველაფრის  ტაბლოზე დანახვა,  დაინახეს.  თუმცა მე ვფიქრობ, ამით ჩვენ  რაიმე პოზიციები  არ დაგვითმია. მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ სერიოზული  საკონსტიტუციო ცვლილების მიღების  გზით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პრინციპული პოზიციებით  ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავა ამ პარლამენტში,“ - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა  დღეს, 135 ხმით  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა