|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია ბარამიძე: "ხელისუფლებას ჩვენი პატივისცემა ვაიძულეთ"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ბარამიძის თქმით,  საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება ტექნიკური ფორმა იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებისათვის მათი პატივისცემა აეძულებინათ.

„იმ შეურაცხყოფების,  მუქარების, დაშინების, აბუჩად აგდების  ფოზნე, რაც ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, თქვენ ვინ ხართ, უთქვენოდ თუ თქვენს გარეშე მაინც გავიტანთ ამ ცვლილებებს, ძნელი იყო ჩვენთვის ასეთ ატმოსფეროში მუშაობა და ფორმალურად დათანხმება. ამ სარეიტინგო კენჭისყრით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ უმრავლესობას არ ჰყოფნის ხმები, ჩვენ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერ გადაგვიბირეს,“ -ამბობს დეპუტატი.

უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, მათთვის საკონსტიტუციო  ცვლილებების საკითხი  მნიშვნელოვანი არ იყო, რადგან როგორც ბარამიძე ამბობს, მისი პოლიტიკური გუნდი ისედაც უჭერდა მხარს იმ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში შედის  ძალაში და რომლის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტის დაუკითხავად მთავრობის დათხოვნის უფლება ერთმევა.  

„ჩვენ მთავრობის მტრები კი არა, ოპონენტები ვართ და ოპონენტობა მტრობას არ ნიშნავს. ახლა მთავრობას არ ექნება სათქმელი, რომ ის ვერ ქმნის სამუშაო  ადგილებს, ვერ აიაფებს კრედიტებს, საწვავს, გაზს და ვერ ასრულებს იმ უამრავ დაპირებას, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტს ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას აძლევს,“ - ამბობს ბარამიძე.   

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უმრავლესობა-უმცირესობის შეთნხმების შედეგად მიიღო. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა