|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურს ქმნიან

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით სამსახურიდან გათავისუფლებულმა 18-მა თანამშრომელმა დღეს პარლამენტის წინ აქცია გამართეს.

„მივმართავთ ჯანდაცვის კომიტეტს რომ შეისწავლონ ჩვენი საქმე", - განაცხადა ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილმა თანამშრომელმა ნანი გულუამ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, ისინი 2011 წელს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც  აღნიშნული სამედიცინო დახმარების შენობა სადაღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაი"მ შეისყიდა. მათივე თქმით, სწორედ, „ალდაგს“ უკავშირდება მათი სამსახურიდან დათხოვნა.

„ამიტომაც ვგეგმავთ ალტერნატიული სასწრაფო დახამარების სამსახურის შექმნას, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იქნება“, - აცხადებენ მედიკოსები.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა