დეპუტატებმა "დემოგრაფიული ფონდში“ ხელფასის ნაწილი გადარიცხეს
დეპუტატები ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემის
მოგვარების მიზნით აქტიურდებიან. საკანონმდებლო
ორგანოს წევრებმა დღეს „საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდში“ საკუთარი ხელფასის ნაწილი გადარიცხეს.
აქცია, რომელიც
ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემის
მოგვარებას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. „დემოგაფიული
განვითარების ფონდს“ კომიტეტის
თამჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს.
აქციაში მონაწილე პარლამენტარების განცხადებით, გაეროს მონაცემების თანახმად 2050 წლისთვის ქვეყნის
მოსახლეობა 28 %-ით შემცირდება, რაც ამიერ კავკასიაში ქვეყნებს შორის დემოგრაფიულ
დისბალანსს გამოიწვევს. ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად მსგავსი ტიპის ღონისძიებებს
დეპუტატები აუცილებლად თვლიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე