|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი ჩამოინგრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მუნიციპალიტეტში, ყოფილ სანატორიუმ „კგბ“-ს შენობის ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამონგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აღნიშნულ  კორპუსში მცხოვრები დარეჯან ფხაკაძის ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.  

დარეჯან ფხაკაძე, რომელიც სოციალურად დაუცველია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი შვილი ჰყავს, აცხადებს, რომ  კორპუსის შეკეთების თხოვნით მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მიმართა. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, დახმარებაზე უარი  მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ  მისი კორპუსი გარეუბანში მდებარეობდა.

„ახლა იძულებული ვხდები კორპუსის წინ მეზობლისგან ნათხოვარი  კარავი გავშალო,“ - ამბობს დაზარალებული.  

შემთხვევის ადგილას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ჩიტაიშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, რამდენიმე დღეში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ფხაკაძეების ოჯახის დახმარების საკითხს გადაწყვეტს.      

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა